კახა ოქრიაშვილი - “ქართული ოცნება“ ცუდად დაამთავრებს, რადგან ის საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს

“ქართულ ოცნებას“ დათმობისკენ ხალხი და ხალხის რეაქცია წამოიყვანს - ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ და თავისი პოზიცია დააფიქსიროს! - აღნიშნულ მოწოდებას პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აკეთებს.

როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, “ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ ხალხი ქუჩაში ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას და მის უნიათობას გამოჰყავს.

“თუ ხალხს მოსწონს სიდუხჭირეში, უსამართლობასა და უპერსპექტივობაში ცხოვრება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ და დააფიქსიროს, რომ საჭიროა ახალი არჩევნები, ყოველგვარი არეულობის, რევოლუციების გარეშე. წყნარად და მშვიდად უნდა გადმოვიბაროთ ხელისუფლება, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გავაორმაგოთ ეკონომიკა, 5-7 წლის განმავლობაში ორჯერ გავზარდოთ მინიმალური და საშუალო ხელფასი და შევქმნათ 10 ათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი. “ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ ხალხი ქუჩაში ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას და მის უნიათობას გამოჰყავს. გაზომონ ჩვენი ხალხის მოთმინება და მალე დაინახავენ, რაც მოუვათ, ქართველი ხალხის მხრიდან!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ცუდად დაამთავრებს, რადგან ის საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს.

“ქართულ ოცნებას“ პანიკურად ეშინია ახალი საპარლამენტო არჩევნების. ხელისუფლება დღეს ჩვენი ხალხის მოთმინებას ზომავს და ეს ცუდი იდეაა. არ ვიცი, ამას სიგრძით ზომავენ თუ სიგანით, მაგრამ ძალიან ცუდად ამთავრებს ყველა ის ხელისუფლება და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, ვინც საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“ - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო