ნიკოლოზ სამხარაძე - პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელმაც შექმნა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი - ოპოზიციის ხელშია კრიზისის განმუხტვა

პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელმაც შექმნა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი. ოპოზიციის ხელშია კრიზისის განმუხტვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვისი პასუხისმგებლობა იქნება ის უარყოფითი შესაძლო შედეგები, რაც ქვეყანამ შეიძლება იმ შემთხვევაში მიიღოს, თუ შეთანხმება ვერ შედგება.

მისი თქმით, კრიზისი ორი მიზეზით არის შექმნილი და ორივე შემთხვევაში გადაწყვეტის გზა ოპოზიციის ხელშია.

„მე მგონია, რომ მთელი ქართული საზოგადოება დაიღალა ამ გაუთავებელი საუბრით იმაზე, ვისთვის რა წითელი ხაზია, ვინ შემოდის პარლამენტში, ვინ არ შემოდოს და ა.შ. ჩამოვა დანიელსონი, დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ გადმოდგამს ოპოზიცია კონსტრუქციულ ნაბიჯს, მივაღწევთ შეთანხმებას. ამ ხელოვნური კრიზისის განმუხტვა არის მხოლოდ ოპოზიციის ხელში, რადგან ეს შექმნილია ორი რამის გამო, ერთი ეს არის, რომ ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში და მეორე - ნიკა მელია არის საპატიმროში. ნიკა მელიას გათავისუფლება არის ნიკა მელიასვე ხელში, მას შეუძლია დღეს საღამოსვე დატოვოს საპატიმრო, თუ გირაოს გადაიხდის, ხოლო ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლაც არის ოპოზიციის ხელში, მათთვის მანდატები არ შეგვიწყვიტავს,"- განაცხადა სამხარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა