ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ორ ბრალდებულს Covid-19 დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ორ ბრალდებულს Covid-19 დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, ბრალდებულებს, ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდათ კონტაქტი.

„მიმდინარე წლის 25 მარტს N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს ვირუსი დაუდასტურდა.

რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, ისინი PCR ტესტებით შემოწმდნენ და ყველა პასუხი უარყოფითია. ისინი დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მას ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 ბრალდებულს Covid-19 დაუდასტურდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს