კარლ ჰარცელი - ხაშურის წყალმომარაგების პროექტი გულისხმობს სუფთა წყალს მოსახლეობისათვის და ლამაზი გარემოს უკეთეს დაცვას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ევროკავშირმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყეს ხაშურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესებისათვის. ეს გულისხმობს სუფთა წყალს მოსახლეობისათვის და ლამაზი გარემოს უკეთეს დაცვას“,- წერს კარლ ჰარცელი ტვიტერზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს განაცხადა, რომ ხაშურის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი ქვეყნისთვის ისეთივე მასშტაბურია, როგორიც გასულ წელს განხორციელდა ზუგდიდში, ქუთაისსა და ჭიათურაში.

ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის დაფინანსების საგრანტო შეთანხმებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რაფაელ ჟოზანმა ხელი მოაწერეს ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელი მოაწერეს.

პროექტი, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ინფორმაციას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა