შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 108 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები ქვემდებარეობით სასამართლოს გადაეგზავნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა