ალეკო ელისაშვილი - თუკი ის პატიოსანი კაცი საქართველოდან მეორედ ისე წავა, რომ შეთანხმება კვლავ ვერ შედგება, ამით ვინ დაზარალდება, დანიელსონი თუ საქართველო?!

თუკი ის პატიოსანი კაცი საქართველოდან მეორედ ისე წავა, რომ შეთანხმება კვლავ ვერ შედგება, ამით ვინ დაზარალდება, დანიელსონი თუ საქართველო?! – უკვე ნახევარი წელია, რაც როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მაგიდას აჯანჯღარებს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ერთი მხარე თავის წითელ ხაზებზე ლაპარაკობს, მეორე - თავის წითელ ხაზებზე და ამ დროს ხალხს სულ სხვა პრობლემა ადარდებს.

„არ არის ქართველი პოლიტიკოსების სირცხვილი, როცა ვაშინგტონში თუ ბრიუსელში გვეუბნებიან: - პირად პარტიულ ინტერესზე მაღლა დადექით, რეალობას თვალი გაუსწორეთ და ქვეყნისა და ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრეთ. მოლაპარაკება ხელის გადაწევა არ არის - მოლაპარაკების მაგიდაზე ქვეყნის მომავლი დევს. თუკი ჩვენთვის ქვეყნის მომავალი სულერთია, მაშინ კიდევ უფრო მეტ წითელ ხაზზე ვისაუბროთ და კედლები ამოვაშენოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა