კახა კუჭავამ გაერო-ს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად" მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ მონაწილეობა გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ­ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში “აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად" მიიღო, რომლის თემა “მომავალი მწვანე და ინკლუზიურია” იყო.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კონფერენციაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

მათივე ცნობით, კახაბერ კუჭავამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დანერგილი პრაქტიკა და ინოვაციური მეთოდები გააცნო.

„ვისაუბრეთ მწვანე ეკონომიკაზე, როგორც ეკონომიკური განვითარების იმ მოდელზე, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს, ეკოლოგიურ პრობლემებს და მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ხაზი გაესვა მწვანე ცხოვრების სტილის მნიშვნელობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

კონფერენციის მონაწილეებს გავაცანი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ განვლილი პრაქტიკა და ინოვაციური მეთოდები, როგორიც არის: თემატური მოკვლევის პრაქტიკა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი. აღნიშნული მეთოდები კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში პირველმა დანერგა და ელექტრო-ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლი განახორციელა. აღნიშნული მექანიზმები ხასიათდება გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით, რომელშიც უშუალოდ ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდანაც", - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კახაბერ კუჭავა რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიესალმა კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას საქართველოს პარლამენტის მიერ, მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის განხორციელების საქმეში და ხაზი გაუსვა მათ როლს აღნიშნული პროცესის სათანადოდ წარმართვაში.

უწყების ცნობით, კონფერენციის პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან. საერთაშორისო კონფერენციას “ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად" გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით საქართველომ პირველად უმასპინძლა.

ღონისძიება შვედეთის მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა