კახა კალაძე - თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე - ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას

თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რატომ არ ჩანს ბოლო დროს აქტიურად. როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ”, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში