ნიკა მელიას მხარდასაჭერად, აქტივისტები პარლამენტიდან ავტოკოლონებით რუსთავის პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან 21:00 საათზე შეიკრიბნენ და ავტოკოლონებით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მიემართებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს" აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას გამოუცხადებენ და გაამხნევებენ.

ამათან, სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობაზე იმყოფებიან ბანერით: "თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა