ეკა ბესელია - გიორგი გახარია პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდა

მე მჯერა, რომ გიორგი გახარია თავისით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე არ მიიღებდა, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გაშვება ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი რამდენჯერმე გადაიდო, რადგან სხვადასხვა კრიზისული პერიოდი ემთხვეოდა.

„გახარიას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ივანიშვილს მისი გაშვება გადაწყვეტილი ჰქონდა, რამდენჯერმე გადაიდო ეს საკითხი - იანვარში, ახალი წლის პერიოდში და უფრო ადრეც რამდენჯერმე გადაიდო, სხვადასხვა კრიზისული პერიოდი ემთხვეოდა.

წარმოიდგინეთ, მისი პასუხისმგებლობით მოხდებოდა ისეთი რამის განხორციელება, რამაც მთელი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია და მას შეაწმენდნენ ისევ ხელს და რატომ აიღებდა ამას თავის თავზე, როდესაც ისედაც ხედავდა, რომ მას შიგნით დასაყრდენი არ ჰქონდა. არასდროს არ ჰქონდა ძლიერი დასაყრდენი მიუხედავად იმისა, რომ გახარია ბევრს ჯობია იმ გუნდში, არც შევადარებ კობახიძეებს და სხვებს. მასთან ყოველთვის შემეძლო საუბარი, როგორც ინტელექტუალურ ადამიანთან და არ შემიძლია მაგალითად, კობახიძეს ველაპარაკო, არც მას შეუძლია. ამის მიუხედავად შიგნით მას ძლიერი დასაყრდენი არ ჰყავს.

გამორიცხვის პრინციპით რაც შემიძლია გითხრათ - მე მჯერა, რომ გახარია თავისით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე არ მიიღებდა. აი ვისთან და რის გამო და ვისი ხელშეწყობით მიიღო ეს გადაწყვეტილება - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც მე არ ვიცი და გამოჩნდება”, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა