რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელია მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ისინი პენიტენციურ დაწესებულებასთან მელიას გასამხნევებლად მივიდნენ.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს".

ამასთან, სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ: „თავისუფლება ნიკა მელიას“, „თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს“.

როგორც მოძრაობა „საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, ნიკა მელია პოლიტიკური პიტიმარია და ის არავის დავიწყებია.

აქციის მიმდინარეობისას აქტივისტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა კომენდანტის საათს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს, 21:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბნენ, საიდანაც ავტოკოლონების მსვლელობით რუსთავის პენიტენციური დაწესებულებისკენ გაემართნენ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს