რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სამოქალაქო აქტივისტებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონებით მსვლელობა მოაწყვეს.

ამასთან, მათ „კომენდანტის საათს" დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა ნიკა მელია შეძახილებით გაამხნევეს და სკანდირებდნენ:

„თავისუფლება ნიკა მელიას", „თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს".

ამასთან, აქციის მონაწილეებმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა