კახა კუჭავა - როცა მეორე მხარე ამბობს, ჩემგან კომპრომისი ის არის, რომ მე შენთან მაგიდასთან დავჯექი და გესაუბრებიო, ეს ვერასოდეს იქნება საწინდარი, რომ შეთანხმება შედგეს

როდესაც მეორე მხარე ამბობს, რომ ჩემგან კომპრომისი უკვე ის არის, რომ მე შენთან მაგიდასთან დავჯექი და გესაუბრებიო - ეს, რა თქმა უნდა, ვერასოდეს იქნება საწინდარი, რომ შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

ამასთან, კუჭავას შეფასებით, 15 მაისს, აქციის დაგეგმვა ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი მინიშნებაა იმის, რომ ისინი არანაირ მოლაპარაკებაზე, შეთანხმებაზე და კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.

„აუცილებელია, რომ იყოს შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც მეორე მხარე ამბობს, რომ ჩემგან კომპრომისი უკვე ის არის, რომ მე შენთან მაგიდასთან დავჯექი და გესაუბრებიო - ეს, რა თქმა უნდა, ვერასოდეს იქნება საწინდარი, რომ შეთანხმება შედგეს, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა ის მხარე, რომელიც აი ასე ჯიუტად წინაპირობებით ცდილობს შეთანხმება არ შედგეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენგან იყო და ყოველთვის იქნება მზაობა კონკრეტული შეთანხმების.

ჯერ არ იციან როგორ დასრულდება მოლაპარაკებები და უკვე გეგმავენ აქციას?! ანუ პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ არანაირ მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზე წამოსვლა არ აპირებენ, არანაირ კომპრომისზე წამოსვლას არ აპირებენ. ეს არის პირდაპირი მინიშნება ორი თვის თავზე აქციის დანიშვნის, მაგრამ აქ უფრო სხვა მიზეზიც მგონია, ამას ემატება ის, რომ მათ მხარდაჭერა რეალურად არ აქვთ მოსახლეობისგან და ცდილობენ ეს ორი თვე რაღაც მოიგონონ, რომ მაქსიმალურად შექმნან ეს მხარდაჭერა და ცოტა მეტი ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში", - განაცხადა კახა კუჭავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა