საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისის მერიაში ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიცია შეიტანა, რომელსაც 5000-მდე ადამიანი აწერს ხელს

საორგანიზაციო ჯგუფმა თბილისის მერიაში ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიცია შეიტანა, რომელსაც 5000-მდე ადამიანი აწერს ხელს. საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ მერიის წარმომადგენელების მხრიდან უფრო მეტი კომუნიკაცია ხორციელდებოდეს ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან და იცოდნენ რა ტიპის მონიტორინგი ხორციელდება მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით.

ასევე, ისინი ითხოვენ, რომ შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნებიან ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.

„ჩვენ შევიტანეთ პეტიცია, რომელსაც ხელს აწერს 5000-მდე ადამიანი. პეტიციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. ერთ-ერთი მოთხოვნა ვაშლიჯვარში მშენებლობის მორატორიუმის გამოცხადებაა. ვაშლიჯვარში უკონტროლო და სარისკო მშენებლობები ხორციელდება.

ვითხოვთ, რომ გამჭვირვალე იყოს მეწყერთან დაკავშირებული საკითხები და მერიის წარმომადგენელებს უფო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს მოსახლეობასთან. ვაშლიჯვრის მოსახლეობის უმეტესობა არის ინფორმაციულ ვაკუუმში.

ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რა ტიპის მორიტონინგი ხორციელდება მეწყერთან დაკავშირებით, ამის შესახებ ინფორმაცია იყოს საჯარო. ამასთან, ვითხოვთ, რომ შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები და რაც მთავარია ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები“ , - განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელმა რუსუდან ფაროზიშვილმა.

საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელების ინფორმაციით, ხვალ ვაშლიჯვრის მოსახლეობა აქციას გამართავს. აქცია ვაშლიჯვარში, 14:00 საათზე გაიმართება, სადაც მოსახლეობა საკუთარ მოთხოვნებს გააჟღერებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო