"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა ბერა ივანიშვილის სურათი და "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით ბანერი პარტიის ოფისთან მიიტანეს

"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები აქციას მართავენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბერა ივანიშვილის სურათი და ბანერი "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით და წარწერით "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს".

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად კუპარავს განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ბერა ივანიშვილის "პუდელების პოლიტსაბჭოა".

"ეს არის ამ ახალგაზრდა ბიჭის პოლიტსაბჭო. პუდელების პოლიტსაბჭოზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დარჩება აქ, რადგან მათ საკუთარი გადაწყვეტილებები არ აქვთ. მათი გადაწყვეტილება არის ის, რასაც ეტყვის ეს ბიჭი და ამ ბიჭის ფულიანი მამა",- განაცხადა კუპრავამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს