„ქართული ოცნების’“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარძემ აღნიშნა, პაპუაშვილის სამსახურის ფუნქციებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაციაა.

„პირველი საკითხი იყო ახალი მდივანი, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ და მოიწონა უმრავლესობამ. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა