ოპოზიცია - ჩვენი თვითმიზანი არაა ხელისუფლების მხრიდან აღიარება, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს, საკითხს გადაწყვეტს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შედეგად მელიას და რურუას გათავისუფლება

ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ არის ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ აღიარება, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს - ამ ეტაპზე ავტომატურად გადაწყვეტს საკითხს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა, ოპოზიციური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და მათი დაკავება, შერჩევითი მართლმსაჯულება შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციასთან.

„ოპოზიციას აქაც მოქნილი პოზიცია აქვს. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ არის ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ აღიარება, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს - ამ ეტაპზე ავტომატურად გადაწყვეტს საკითხს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა.

საარჩევნო სისტემის/ადმინისტრაციის რეფორმა - არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივბარიერიანი ან მასთან მიახლოებული სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად“, - აღნიშნულია განცახდებაში რომელსაც ხელს აწერენ: ზურა ჯაფარიძე - “გირჩი მეტი თავისუფლება”; „ლელო“, ელენე ხოშტარია - დროა; „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „პროგრესი და თავისუფლება"; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, დავით ჭიჭინაძე - „ტრიბუნა”.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე