კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, მსახიობი დაახლოებით ერთი თვეა კლინიკაში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

“სტაბილურად მძიმე პაციენტია. აპარატზე არ გადასულა, მაგრამ მძიმეა. დიდი ხანია ჩვენთანაა, ერთი თვე იქნება გაუმჯობესება არ შეინიშნება“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თსსუ-ს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა