"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაკავებულების უფლებადამცველის გიორგი მახარაძის თქმით, დაცვის მხარე საქმის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს.

"დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი, როგორც ჩემთვის ცნობილია 6 ადამიანი არის დაკავებული. ჩემი ინფორმაციით, ეს ყველაფერი მოხდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ეს იყო სტიკერის გაკვრა შენობაზე. ეს არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. დღეს დაცვის მხარე საქმის გადადებას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება გონივრული დრო დაცვის მოსამზადებლად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად" , - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან სამოქალაქო ატივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი პროტესტს კვლავ გააგრძელებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს