ირაკლი ღარიბაშვილი - პასექის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს  და მთელ ებრაელ ხალხს, ჩვენ ძმობის გამორჩეული, ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ თანამოქალაქეებს და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს.

მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს ებრაელ ხალხთან მრავალსაუკუნოვანი გამორჩეული ძმობის ისტორიაზე და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

"პასექის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს. ამ უძველესი ერისთვის ეს დღე არის თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში გამოვლენილი მათი სიმტკიცე და გამძლეობა თვალსაჩინო მაგალითია თავისუფლებისათვის მებრძოლი ერებისათვის და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

ჩვენ ებრაელ ხალხთან ძმობის გამორჩეული, ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და სათუთად ვუფრთხილდებით. ვუერთდები მათ სიხარულს, კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა