ანრი ოხანაშვილი - ასე არ ვუყურებთ საქმეს, რომ ჩვენ რაიმე უნდა დავთმოთ და სხვამ მოიგოს, ან პირიქით - ეს ავნებს მოლაპარაკებებს

ასე არ ვუყურებთ საქმეს, რომ ჩვენ რაიმე უნდა დავთმოთ და სხვამ მოიგოს, ან პირიქით - ეს ავნებს მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მმართველი გუნდი მოლაპარაკებისთვის მზადაა.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინმემ რამე უნდა დათმოს და ამით ვინმემ მოიგოს. ამ პროცესში ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ არჩევნები შედგა და ლეგიტიმური იყო. კითხვის ნიშნები არჩევნებთან მიმართებით არ არსებობს და ვერც დაისმება - მიუხედავად ამისა, მზად ვართ, დიალოგისთვის. ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი პარტნიორების წინაშე, რომ შევძლოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ მოლოდინი, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია, მაგალითად „გირჩი“, პარლამენტში შევა, ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ ასე იქნება, ეს მისასალმებელია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ინტერესი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც მანდატი მიიღეს, გვერდზე გადადონ ვიწროპარტიული ინტერესები და საზოგადოებრივი ინტერესით იხელმძღვანელონ. თუ ეს იქნება „გირჩი“, ეს მისასალმებელი იქნება, თუმცა კონკრეტული არაფერი მაქვს, რაზე დაყრდნობითაც გეტყვით, რომ ეს შეიძლება მოხდეს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა