აქციის - „დედამიწის საათის" ფარგლებში, პარლამენტის შენობაში და მის ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა

საქართველოს პარლამენტის შენობაში და მის ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა, რითაც პარლამენტი შეუერთდა ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქციას - „დედამიწის საათი". აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა. საქართველო, მათ შორის, პარლამენტი ამ უმნიშვნელოვანეს კამპანიას წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება.

ყოველწლიურად ამ დღეს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი იკრიბება ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო - დედამიწის დაცვისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა