ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მას ძალიან ცუდი რეაქცია ექნებოდა, შს მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ყოფნისას აღმოეჩინა, რომ სამინისტრო უსმენს

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მას ძალიან ცუდი რეაქცია ექნებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე რომ ყოფილიყო და აღმოეჩინა, რომ სამინისტრო უსმენს. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა რეაქცია ექნებოდა, მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში. მეზვრიშვილის თქმით, შეუძლებელია, რომ ამ ფაქტს ვინმე მიესალმოს.

„ძალიან ცუდი რეაქცია მექნებოდა, შეუძლებელია ამას მივესალმოთ, ორჯერ ორი ოთხია,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთანავე, კითხვაზე, რით შეიძლებოდა განპირობებულიყო ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს კახა საბანაძეს უსმენდნენ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ თემას კარგად არ იცნობს.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი მე ამ თემის დეტალები. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, როგორც საზოგადოებამ იცის და იმედია, ამ ყველაფერს რაღაც ლოგიკური დასასრული ექნება,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა