მიხეილ სააკაშვილი - საიდან გავიწიო,  თვითლიკვიდაცია გამოვაცხადო თუ ხარაკირი ჩავიტარო?​ ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოუგებს ჩემი, მკვდრის სახელი არჩევნებს

„საიდან გავიწიო, ცხოვრებიდან გავიწიო, ავორთქლდე, თვითლიკვიდაცია გამოვაცხადო თუ ხარაკირი ჩავიტარო პირდაპირ ეთერში?​ როგორ უნდა გავიწიო? უკაცრავად და, ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ მოქმედ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოუგებს ჩემი, მკვდრის სახელი არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას საქართველოს ვერავინ ჩამოაშორებს.

„გახარია რომ იყო უკრაინაში ჩამოსული ეხვეწებოდა, სააკაშვილი არ ჩამოუშვათ საქართველოშიო. მე მომიყვა, ვინც ხვდებოდა, აქაური მინისტრი. ერთადერთი მესიჯი ჰქონდა პირადად გახარიას, რუსების ამ „შნირს“, ამისთვის იყო აქ ჩამოსული.

ამ სიტუაციაში თუ მართლები არიან, მაშინ, პირიქით, საბოლოოდ არ უნდა „გაიასნდეს“ ყველაფერი, მათი ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ. უნდა ჩამოვიდე, უნდა დამხვდეს ფართო, აღშფოთებული მასა, ჩამქოლონ. მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ასე ყოფილა სიმართლე. თუ არ მიშვებენ მთლა ასე არ ყოფილა...

მოდით, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, 24 საათის განმავლობაში გამიშვით ქუჩაში, დედას ვფიცავარ, არცერთ დაცვას არ ვიხმობ. მივცეთ ხალხს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს აზრი. რატომ არ უშვებენ ამას? იმაში ხომ არაა საქმე, როგორც კი ფეხს დავადგამ საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება, რომ მათი მხარდაჭერა არის ხუთი პროცენტი და ჩემი 70-75%“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს