„მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს

„მრავალეროვანი საქართველო“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობისა და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მედიის წარმომადგენლები ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთიდან, საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობას და პარლამენტის საარჩევნო რეფორმისთვის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საარჩევნო ცვლილებების პროექტს გაეცნენ.

„მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს როგორც „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ განხორციელებული საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო მონიტორინგის შედეგები, ისე საქართველოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში, ორგანიზაციის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები.

„მრავალეროვანმა საქართველომ“ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფაში დახმარება აღუთქვა.

8 თებერვლიდან „მრავალეროვანი საქართველო“ ჩართულია საქართველოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომლის მიზანიცაა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება.

11 მარტს „მრავალეროვანმა საქართველომ“ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა