სამინისტრო - ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, სკოლების წარმომადგენელთა ჯანმრთელობა ორ კვირაში ერთხელ კონტროლდება

სკოლებში პედაგოგთა ტესტირება პროტოკოლით განსაზღვრულ ვადებში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სწავლის განახლებიდან დღემდე, სასწავლო პროცესის პარალელურად, სკოლების წარმომადგენლები ტესტირებას გადიან, რაც თავად სკოლის ადმინისტრაციის პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოებას განაპირობებს.

მათი ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში რიგით მეოთხე ტესტირება ჩაატარეს.

„მნიშვნელოვანია, რომ მანამდე ჩატარებული სამი ტესტირებიდან, ვირუსი არავის გამოვლენია. სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს 2085 საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის პედაგოგი, რაც მათი უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:სკოლებში პედაგოგთა ტესტირება პროტოკოლით განსაზღვრულ ვადებში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო