გია ვოლსკი - სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა.

როგორც ვოლსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა.

“გადავხედოთ რეალობას, რომელიც დღეისათვის შეიქმნა პოლიტიკურ ველზე: 9 თებერვალს ევროკომისიამ და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები და დადებითად შეაფასა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება.

11 იანვარს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანალოგიური შინაარსის ანგარიში, ხოლო 6 მარტს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, რომელიც ასევე უპირისპირდება ნაცმოძრაობის ინტერესს. არჩევნები პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 11 მარტის ანგარიშშიც.

​ოპოზიციისათვის სანდო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაც აჩვენებს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური სუბიექტების პარლამენტში შესვლას ითხოვს და მიუთითებს, რომ არჩევნების პროცესი მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ჩვენი საზოგადოების მხოლოდ 9% არ ეთანხმება ამ მიდგომას. იგივე პოზიცია 16 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე კვლავ დაადასტურა ევროკავშირმა.. ხოლო სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა. თავად რუსეთიც არ მალავს, რომ ადეკვატური პასუხი ექნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რა არის მათთან გამკლავების მექანიზმი“, - წერს ვოლსკი „ფეისბუქზე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა