გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციისგან ვისმენთ განცხადებებს, სადაც არანაირი ლოგიკური არგუმენტაცია არ არის - მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ მოისურვებენ ხელი მოაწერონ „ქართული ოცნების“ შეთავაზებებს

ჩვენი შეთავაზებები ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას და 2024 წელს არჩევნების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარებას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 29 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მედიატორს „ქართული ოცნება“ ხვდება დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით და მათ აქვთ "მთელი კომპლექტი, რომ მოხდეს შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან".

"ჩვენ კრისტიან დანიელსონს ვხვდებით უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკურ პლურალიზმს უზრუნველყოფს, რომ მცირე მხარდაჭერით პარტიებსაც კი ჰქონდეთ საშუალება, რომ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში, ასევე მინიმუმ 4 დეპუტატის შეგროვების შემთხვევაში, შეძლონ ფრაქციის შექმნა, ასევე, ჩვენ მას ვხვდებით მართლმსაჯულების რეფორმის საკანონმდებლო ინიცირებით, სადაც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ემსახურება ოპონენტების და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შენიშვნებს, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს მთელი ეს კომპლექტი, რომ მოხდეს შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელსაც სრულიად უარგუმენტოდ აქვს უარი ამ პოლიტიკურ შეთანხმებაზე. რაც შეეხება თავად ოპოზიციას, იმის მიუხედავად, რომ მათი მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, სადაც არ არის არანაირი ლოგიკური არგუმენტაცია და საფუძველი, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში, მაინც მოისურვებენ ხელი მოაწერონ იმ შეთანხმებას და შეთავაზებებს, რაც არის "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელიც ჩამოვთვალე და კიდევ ბევრი დეტალია, რომელსაც ჯერ ვერ ვასაჯაროებთ ევროპელებთან შეთანხმების გამო და ეს მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, რომელიც ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას და 2024 წელს არჩევნების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ჩვენი შეთავაზებები ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას - გურამ მაჭარაშვილი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა