მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც სიკვდილივით არ უნდათ მოლაპარაკება შედეგიანი იყოს - მთავარი კომპრომისი, რომელიც უნდა იყოს მოსალოდნელი, ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლაა

ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც სიკვდილივით არ უნდათ მოლაპარაკება იყოს შედეგიანი, ვინაიდან, მათ ეს არაფერს ისეთს არ უქადის, რის შედეგადაც შეძლებენ გამარჯვების მოპოვებას,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "მათ სურვილს, რომ არჩევნები ტარდებოდეს იქამდე, ვიდრე ოპოზიციური ძალა ხელისუფლებაში არ მოვა, შესაძლებელია ინფანტილურიც ვუწოდოთ".

სარჯველაძის თქმით, არავინ წამოეგება ანკესს , მათ შორის, არც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ მათ ასეთ დღის წესრიგს ხელი შეუწყოს.

"მოლაპარაკებებთან მიმართებაში ჩვენი განწყობა ერთი მხრივ იმედიანია, მეორე მხრივ, კონსტრუქციული. ჩვენ ამ მოლაპარაკებების ამ ფაზას შევხვდებით ნაწილი უკვე განხორციელებული კომპრომისებით, რაც გამოიხატება კონკრეტულად დაძრულ ინიციატივებში პარლამენტში და ნაწილთან დაკავშირებით მზად ვართ, რომ დისკუსია გაგრძელდეს. იმ ფონზე, როცა არჩევნების გაყალბება არანაირად დასტურდება და რეალურად ახირებასთან გვაქვს საქმე ოპოზიციის მხრიდან, უმიზეზოდ გამოწვეული პროტესტი, რომელიც პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით გამოიხატება, როცა ვისმენთ უცხოელი პარტნიორების მხრიდან მათ შორის ოპოზიციის მისამართით პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და სხვა კომპრომისების აუცილებლობის შესახებ, რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია ითქვას, მთავარი კომპრომისი, საიდან უნდა იყოს მოსალოდნელი, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა. მნიშვნელოვანია ოპოზიციის მხრიდან დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვალოს და ასეთ შემთხვევაში გვქონდეს რეზულტატის იმედიც", - განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, საერთოდ აღარ გეგმავს "ქართული ოცნება", რომ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილოს, სარჯველაძე პასუხობს, რომ "მოლაპარაკების პროცესი, საზოგადოდ, გულისხმობს ყველაფერზე საუბარს, მაგრამ არა არითმეტიკულად დათმობების გაცვლის ვალდებულებას."

"თუ მხოლოდ ეს არის სადისკუსიო ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს ულტიმატუმები ან უნდა დაკმაყოფილდეს ან არ უნდა დაკმაყოფილდეს, და არ შეიძლება ვისაუბროთ, მათ შიგნით რომელზეც შეიძლება იქნას მიღწეული კონსენსუსი და რომელთან დაკავშირებით- არა. ბუნებრივია, რომ ეს არ იქნება მოლაპარაკების პროცესი, გამოდის ჩვენ ვიხილავთ მოლაპარაკების პროცესში ულტიმატუმების შესრულება - არშესრულების საკითხს", - განაცხადა სარჯველაძემ.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც სიკვდილივით არ უნდათ მოლაპარაკება შედეგიანი იყოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა