მეუფე ნიკოლოზი - თუ დამარწმუნებენ, ამიხსნიან და თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ, კამერების წინაშე ავიცრა

თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად, რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე, მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არ სჭირდება, თუმცა ხალხის გასამხნევებლად მზად არის, რომ ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს.

„მე მივმართე ტელევიზიით, პირადადაც ვესაუბრე ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, აღარ დავაზუსტებ, რა და როგორ. მინდა ყველას ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, თუ შეიძლება ყოველგვარი შელამაზების, გადასხვაფერების გარეშე, ზუსტად აგვიხსნათ რა ვაქცინებზეა საუბარი, შემადგენლობა, მოქმედება, რომელი ქვეყნები იყენებენ, სად, რა შედეგებია. რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ. ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი მოვლენები ხდება. ეს ერთი შემთხვევა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ვაქცინა გამოყენებიდან ამოვიღოთ, მოხდა ასეთი რამ და ძალიან სამწუხაროა. მე ექიმებსაც ვუთხარი და თქვენც მინდა გითხრათ, თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა. მგონია, რომ ეს აცრა არ მჭირდება, მაგრამ თუ ექიმები გაწყვეტენ, აუცილებლად ავიცრები, რომ ხალხი გავამხნევო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ის მიიჩნევს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ინფორმაციული ვაკუუმია.

იხილეთ ვიდეო:თუ დამარწმუნებენ, ამიხსნიან და ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ, კამერების წინაშე ავიცრა - მეუფე ნიკოლოზი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა