მოსახლეობამ ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით აქცია გამართა

ვაშლიჯვარში, ნანტის პარკში, მოსახლეობამ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის ფერდობზე მიმდინარე მშენებლობების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

მათ ბანერები წარწერით: "გადავარჩინოთ თბილისი”, "არ ააშენო საშიში ზონა”, "ბუნება არ გვაპატიებს” და ა.შ. ჰქონდათ.

დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებაა, რაც მოსახლეობის თქმით, მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ამავე მოთხოვნით მერიაში რამდენიმე ათასი პირის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გააგზავნეს.

"დღევანდელი აქციის მიზანია კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავაჟღეროთ ის მოთხოვნები და უფლებები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ შევქმენით პეტიცია, რომელსაც ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ეს პეტიცია მერიაში გვაქვს შეტანილი და ველოდებით რეაგირებას. დღევანდელი აქციის მოთხოვნები იმეორებს პეტიციის მოთხოვნებს, ეს არის მორატორიუმის გამოცხადება მშენებლობებზე ვაშლიჯვარში, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ასევე, მეწყერთან დაკავშირებით ვითხოვთ დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შექმნას და მასში ადგილობირივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართვას. ასევე ვითხოვთ შეწყდეს ესტაკადის მშენებლობა იქამდე, ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მისი გაგრძელება უსაფრთხოა ქალაქისთვის”, - აღნიშნა რუსუდან ფაროზიშვილმა.

ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში 23 მარტს ჩამოვიდნენ და კვლევის სამუშაოებში ჩაერთვნენ.

იხილეთ ვიდეო:ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის ფერდობზე მიმდინარე მშენებლობების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს