მეუფე ნიკოლოზი - მრევლსა და მეუფე სტეფანეს შორის კი არ არის დაპირისპირება, არამედ მეუფე პეტრეს მომხრეებსა და წმინდა სინოდს შორის

დაპირისპირება მრევლსა და მეუფე სტეფანეს შორის კი არ არის, დაპირისპირება არის მეუფე პეტრეს მომხრეებსა და­ წმინდა სინოდს შორის, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ისინი შეინანებენ, რადგან მეუფე ნიკოლოზს მიაჩნია, რომ „გამოსავალი მხოლოდ სიყვარულშია”.

„შეუძლებელია მეუფე სტეფანეთი უკმაყოფილო იყო. უკმაყოფილო არიან სინოდის გადაწყვეტილებით. დაპირისპირება მრევლსა და მეუფე სტეფანეს შორის კი არ არის, დაპირისპირება არის მეუფე პეტრეს მომხრეებსა და წმინდა სინოდს შორის. ეს დამოკიდებულება არის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანები შეინანებენ თავიანთ საქციელს. თუ არ შეინანებენ, ეკლესიას ჩვენ ხომ არ ვმართავთ, ეკლესიას ღმერთი მართავს. ეკლესიას ბერკეტად რჩება, ღმერთის იმედად იყოს“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, შექმნილია კომისია, რომელიც ყველა გარემოებას დეტალურად შეისწავლის.

„ჩვენ სინოდზე მივიღეთ გადაწყვეტილება, შეიქმნას კომისია, რომელიც ყველა გარემოებას დეტალურად შეისწავლის. ცხადია, მეუფე სტეფანე ამ კომისიის წევრი იქნება და არის. ცხადია, რომ კომისიამ სინოდს თავისი კვლევის შედეგები უნდა მოახსენოს“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა