გოგი წულაიას მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს

თბილისში, გლდანის ციხისკენ გოგი წულაიას მხარდამჭერების მიერ დაგეგმილი სოლიდარობის ავტო-მსვლელობა გამართეს. ამ წუთებში ისინი ე.წ. გლდანის ციხესთან არიან შეკრებილები.

როგორც მოძრაობა „სოლიდარობის“ წევრები ჟურნალისტებთან აცხადებენ, „წულაია პოლიტპატიმარია და გაანადგურეს არა მარტო ის, არამედ მისი ოჯახიც“.

„გაანადგურეს არა მარტო გოგი წულაია, არამედ მისი ოჯახიც! ის უნდა იყოს გათავისუფლებული და აღკვეთი ღონისძიება შეფარდებული არ უნდა ჰქონდეს. მსგავს სიტუაციებში ორმაგი სტანდარტი გვაქვს. ვიცით გოგი წულაია, როგორც გამოხატავს ემოციას, შეიძლება ვეთანხმებოდეთ, ან არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ერთადერთი, რაზეც იძალადა თავისი თავია, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ოპერაცია აქვს გადატანილი. თავის გულს თუ ვნებს, თორემ სხვას ვერასდროს ვერ ვნებს. ჩვენ ქუთაისიდან ჩამოვედით, მისი მხარდამჭერები ვართ, გვჯერა მისი სიმართლის. სოლიდარობას ვუცხადებთ! გოგი უდანაშაულო, პოლიტპატიმარია“, - განაცხადა მსვლელობის დროს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

იხილეთ ვიდეო:გოგი წულაიას მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო