“მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროქტზე მსჯელობა კერძო სექტორის მონაწილეობით გაიმართება

“მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროქტზე მსჯელობა კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.29 მარტს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“, დაგეგმილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GCCI), ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM), გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV), საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის (GDBA), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიებაში პარლამენტიდან წარმოდგენილი იქნებიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრები.

პარლამენტში ინიცირებული “მეწარმეთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს კორპორაციულ სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას და მოქმედ კანონში არსებული დაურეგულირებელი საკითხების მოწესრიგებას.

როგორც პროექტის ინიციატორი მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, საკანონმდებლო პაკეტს შემოაქვს დისპოზიციური ნორმები, რომელთა გამოყენებითაც მეწარმე სუბიექტები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები, ცალკეული საკითხების წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის კი იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისათვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით უმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და იზრდება კორპორაციული გამჭვირვალობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა