კრისტიან დანიელსონი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს 19:00 საათზე შედგება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ გუშინ, ჩამოვიდა. როგორც კრისტიან დანიელსონმა მედიასთან განაცხადა, "ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძლიერების გამოვლინებაა".

ცნობილია, რომ დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს. კრისტიან დანიელსონის ინფორმაციით, ის საქართველოში 3 დღის განმავლობაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო