კრისტიან დანიელსონმა და კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის წევრებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის წევრებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს.

შესაბამის ინფორმაციას და ფოტო-ვიდეო მასალას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ გუშინ, ჩამოვიდა.

როგორც კრისტიან დანიელსონმა მედიასთან განაცხადა, "ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძლიერების გამოვლინებაა".

ცნობილია, რომ დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს. კრისტიან დანიელსონის ინფორმაციით, ის საქართველოში 3 დღის განმავლობაში დარჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა