კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დგენანი ესწრებიან.

სამოქალაქო ორგანიზაციები ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრის გზებზე დენიელსონს საკუთარ ხედვებს გააცნობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დირექტორის ნინო დოლიძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული კრიზისი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა, სისტემური პრობლემების გადაჭრის მიზნით.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ინიციატივები არასაკმარისია და "არსებული პრობლემების ფასადურად გადაჭრა არ უნდა მოხდეს".

"გამოსავალია, ისე მოხდეს საარჩევნო სისტემის, საარჩევნო კომისიების, სასამართლო სისტემის დაბალანსება, რომ ოპოზიციურ პარტიებს ამ ყველაფერში თანაბარი მონაწილეობა ჰქონდეს", - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს