ეკა გიგაური - კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა მელიას და რურუას გათავისუფლება

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება,- ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმოადგენელ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, თუ ისაუბრეს დანიელსონთან რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, გიგაური აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი მათ არ ჰქონიათ, რადგან „ეს არის პარტიების პოზიცია და შესაბამისად, ამაზე არ უსაუბრიათ.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია ქვეყანა და მათ აინტერესებდათ თუ რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, ასევე ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპრომისული შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი, ჩვენ ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ ასევე ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე იმან, რომ ძალაუფლება ფაქტიურად არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში და ძალიან მნიშნელოვანია, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან. ვსაუბრობდით იმაზე, რაც ეწერა ჩვენს განცხადებაში, რომ მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი თანამდებობების არჩევის წესი შეიცვალოს, სადაც ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანი იქნება, სადაც იქნებიან ნეიტრალური ადამიანები და ნეიტრალური ფიგურები, რომლებიც კანონის და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ მათ შორის, მაშინ როცა ასეთი კრიზისები იქნება, ასევე რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს, რომელიც უნდა იყოს საფუძვლიანი და მიმართული იმისკენ, რომ ნამდვილად შეიცვალოს სასამართლო და დამოუკიდებელი გახდეს. ასევე ვსაუბრობდით საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც უნდა გატარდეს, ჩვენთან მოდის ადგილობრივი არჩევნები და შესაბამისად, ჩვენ სისტემა უნდა გავმართოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები კარგად ჩატარდეს“, - განაცხადა გიგაურმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა