საიას თავმჯდომარე - პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დაახლოვონ პოზიციები - საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე იყო, რადგან კომპრომისების გარეშე კონსენსუსი ვერ შედგება, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს, შემდეგ კი ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დაახლოვონ პოზიციები. საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე იყო, რადგან კომპრომისების გარეშე კონსენსუსი ვერ შედგება. პროცედურულად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, რათა რეფორმები გატარდეს, იმიტომ რომ სამართლებრივადაც კი შეუძლებელია, ოპოზიციის გარეშე ამ რეფორმების განხორციელება. პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე და შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ამ პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღოს”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესს კი ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა