კრისტიან დანიელსონი - ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა კარგად იცის მეორე მხარის აზრები, იციან რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ, ანახონ კომპრომისი

ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც პროცესში იყო ჩართული, კარგად იცის მეორე მხარის აზრები, კარგად იციან რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ, უნდა ანახონ კომპრომისი , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებმა თავად უნდა მოიძიონ კომპრომისი და მედიატორები ამ საქმეში მათ დაეხმარებიან.

„დღეს მთელი დღე იყო მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ხვალ შევხვდეთ პოლიტიკურ პარტიებს. დისტანციურად 7 ევროპელ პარლამენტარს შევხვდი იმისთვის, რომ მომავალ ნაბიჯებზე გვესაუბრა და განგვეხილა. ასევე შევხვდი დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელიც მე ვიცი, რომ თქვენც უკვე ნახეთ.

ასევე მინდა ვთქვა, რომ მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო იმ თემებთან დაკავშირებით, რაც დღესაც განვიხილეთ. საუბარი არის კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

ასევე, ჩვენი წინა მისიის შემდეგ, ბრიუსელში ყველა ინსტიტუციასთან მქონდა ურთიერთობა ვინც არის ჩართული, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს ინსტიტუციები მოიცავდა როგორც პრეზიდენტ მიშელს, ასევე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, ევროპარლამენტს და ევროკომისიას. ევროკავშირი ძალიან აქტიურად არის ჩართული, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირის არის, არამედ აქაურ პოლიტიკურ ლიდერებზეა. მე მგონია, რომ წინა მისია, რომელიც აქ განხორციელდა, იყო საკითხების კარგი გაცნობა. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, კარგად იცის მეორე მხარის აზრები, ასევე კარგად იციან რისი გაკეთება არის საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ, უნდა ანახონ კომპრომისი. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია მარტო დავეხმაროთ ამას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, როცა საუბარია ამ დახმარებაზე. ახლა არის საჭირო გამბედაობა, არის საჭიროება კომპრომისის, კომპრომისი არ არის იმის ნიშანი რომ ვიღაც არ არის ძლიერი, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი, დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული“, - განაცხადა დანიელსონმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა