პრეზიდენტ მიშელის 6 - პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა

პრეზიდენტ შარლ მიშელის 6 - პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ელჩებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, საქართველოში სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„იცით იმ 6 - პუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა წარადგინა. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემის თემაზე და შერჩევითი სამართლის საკითხებზე, ეს საკითხები ამ კონტექსტში განიხილება. მინდა ვთქვა, რა არის აქ არსებითი - სტრუქტურული რეფორმები საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, როგორც სახელმწიფოს ქმედებები სხვადასხვა საკითხში, ასევე არჩევნებთან მიმართებით. ამიტომაც, პრეზიდენტ მიშელის ამ 6 პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხი და არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა“, - განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესს კი ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს