ეკა გიგაური - საჭიროა რეალური რეფორმები - ფასადურ რეფორმებს არ მივესალმებით

საჭიროა რეალური რეფორმები - ფასადურ რეფორმებს ჩვენ არ მივესალმებით, - ამის შესახებ ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობის“ თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა პარლამენტში, “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროექტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“ცვლილებები, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება, არის ფასადური. მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, სადაც ოპოზიციის როლი უნდა განისაზღვროს. პარლამენტში წარდგენილი პროექტით ეს განსაზღვრული არ არის. საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ახალი შემადგენლობის ცესკოთი და ცესკოს ახალი თავმჯდომარით უნდა შევხვდეთ. ეს არის რეალური რეფორმა“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, გიგაურის თქმით, ბუნებრივთან მიახლოებული საარჩევნო ბარიერი პროპორციული სისტემის პირობებში, არის კარგი ცვლილება, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებებისთვის საჭიროა ოპოზიცია.

“უმრავლესობას შესაბამისი ხმები არა აქვს. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და პროექტს ხმა მისცეს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო