კრისტიან დანიელსონი დღეს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყება.

კრისტიან დანიელსონი ჯერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც შეხვედრას სალომე ზურაბიშვილთან გამართავს.

29 მარტს დაგეგმილია კრისტიან დანიელსონის შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.ამასთან, დანიელსონმა ონლაინ კონფერენცია გამართა ევროპარლამენტარებთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს