ეკატერინე დგებუაძე სკოლების მონიტორინგს აგრძელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ამჯერად მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებს ეწვია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად პირადად შეაფასა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები.

ეკატერინე დგებუაძე და მაია ხაჯიშვილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრნენ და უშუალოდ მათთან განიხილეს პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

აჭარაში სასწავლო პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით მიმდინარეობს და მოსწავლეთა ადგილზე დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეკატერინე დგებუაძის თქმით, აჭარის რეგიონში ვირუსის გავრცელების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების კუთხით მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა ზედმიწევნით დაიცვას სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა თითოეული სკოლის დირექტორს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს პანდემიის დროს უჩვეულო რეალობასთან მყისიერი ადაპტაციისთვის. მისი თქმით, დისტანციური სწავლების პირობებში არსებულ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, მათ წარმატებით გაართვეს თავი სასწავლო პროცესის გამართულად ორგანიზებას.

ბოლო კვირის მონაცემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც, სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში სრულ დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი სკოლა არ იმყოფება. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, მხოლოდ 5 კლასი აგრძელებს სწავლას დისტანციურ ფორმატში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა