ლევან დავითაშვილი ლუიზა ვინტონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა. ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს სოფლის განვითარების, გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, ლუიზა ვინტონმა სამინისტროსთან თანამშრომლობას სანიმუშო უწოდა.

„მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სოფლის განვითარების, გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით, სწორი ხედვა გააჩნია და გაეროს განვითარების პროგრამის სახელით, აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო მხარდაჭერის მზაობა დაადასტურა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ჰაერის დაბინძურების შემცირების, ნარჩენების მართვისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა