საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 4924 ადამიანია აცრილი, მათ შორის ბოლო 24 საათში ვაქცინა 70 პირმა გაიკეთა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 70 პირი აიცრა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის ჯამში აცრილთა რაოდენობა 4924-ია, თუმცა უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით და რამდენი „ასტრაზენეკათი“. უწყებას დაკონკრეტებული არ აქვს არც ის, აცრილთა შორის რამდენია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და რამდენი 65 წელს გადაცილებული მოქალაქე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 4 924 ადამიანია აცრილი, მათ შორის ბოლო 24 საათში ვაქცინა 70 პირმა გაიკეთა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა