ბეჟან წაქაძე - თუ რამე ცვლილება უნდათ, მობრძანდნენ პარლამენტში, ერთობლივად განვიხილოთ და ცვლილებები შევიტანოთ

თუ რამე ცვლილება უნდათ, მობრძანდნენ პარლამენტში, ერთობლივად განვიხილოთ და ცვლილებები შევიტანოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია გამოიჩენს კეთილგონიერებას, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

„მოლაპარაკების მაგიდაზე დევს შეთავაზებები, რაც ჩვენ დავდეთ. ეს არის კანონმდებლობაში ცვლილებები, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის ხედვა, ბარიერის დაწევა, რასაც ჩვენი პარტნიორები ითხოვდნენ. ხელისუფლებამ თქვა, რომ სამართლიანობის პრინციპით განიხილება ყველა თემა. რაც შეეხება არჩევნების თემას, 2 მილიონი ადამიანი პანდემიის პირობებში, არჩევნებზე მივიდა და დააფიქსირა თავისი შეხედულება პარტიებთან მიმართებაში. მილიონმა ადამიანმა ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს არჩევნები აღიარა, როგორც სამართლიანი და კონკურენტუნარიანი“,- განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო