ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ოპოზიციონერების შეფასებებზე - ცოტა დამღლელია გაუთავებელი წუწუნი და ვერ გაგება იმის, რა არის მთავარი - რა უნდათ, თვითონაც არ იციან

ცოტა დამღლელია პოლიტიკური პარტიების გაუთავებელი წუწუნი და ვერ გაგება იმისა, რა არის მთავარი. რა უნდათ, თვითონაც არ იციან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციონერების შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდი მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების პარლამენტში შესატყუებლად იყენებს.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, გასარკვევია, რა არის ოპოზიციის მიზანი.

„თუ საუბარია საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე, სასამართლო რეფორმის გაგრძელებაზე, ამას მუშაობა უნდა. თუ გინდა მხოლოდ და მხოლოდ პრეტენზიები აცხადო და როდესაც ხელისუფლებაში იყავი არცერთი ეს პრეტენზია არ განგიხორციელებია და პირიქით, ყველაფერი საწინააღმდეგოდ გააკეთე, რომ უფრო მეტი ერთპიროვნული მმართველი სისტემა დაგემყარებინა საქართველოში - გასარკვევია, რა არის მათი მიზანი. თორემ ჩვენი მიზანი, რაც არის, ზედაპირზე დევს - ვაგრძელებთ დემოკრატიულ რეფორმებს",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები მომავალი პარლამენტის მრავალფეროვნებას და შესაძლო პოლიტიკური კოალიციის შექმნას განაპირობებს.

„ეს არის აუცილებელი პოლიტიკური მნიშვნელობის ცვლილება, რომელიც განაპირობებს მომავალი პარლამენტის მრავალფეროვნებას და მომავალ პარლამენტში შესაძლო პოლიტიკური კოალიციის შექმნას, რომელმაც მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. თუ რატომ არ მიიღებენ ამაში პარტიები მომაწილეობას, ცოტა აუხსნელია იმიტომ, რომ ეს უფრო ახირების ფორმას იძენს, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ლოგიკის.

2012 წლიდან, როდესაც გაყალბება აღარაა და ამომრჩევლის ნება ასახულია პირდაპირ, ეს გვიჩვენებს, რომ 50%-ზე გადაბიჯება იოლი საქმე არაა. ამიტომ ვამბობ, რომ არსებობს ალბათობა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიცია შეიქმნას",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა