საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თეა წულუკიანისთვის ვადაზე ადრე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თეა წულუკიანისთვის ვადაზე ადრე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მას დადგენილების სახით მიიღებენ. წულუკიანის ადგილმონაცვლე პარლამენტში, სავარაუდოდ, პარტიული სიით, ნინო იობაშვილი იქნება.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანი რამდენიმეთვიანი დეპუტატობის შემდეგ მინისტრთა კაბინეტს დაუბრუნდა. ის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. წულუკიანი მინისტრის პოსტზე საქმიანობას 22 მარტიდან შეუდგა. მანამდე წულუკიანი მე- 10 მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა