ადვოკატი - გამოძიებას დღემდე არ ამოუღია მეგი ბაქრაძის ტელეფონი, რომლის ჩანაწერებშიც, გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ექთნის გარდაცვალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, გამოძიებას დღემდე არ ამოუღია მეგი ბაქრაძის ტელეფონი, რომელსაც ისინი საგამოძიებო უწყებას დღეს გადასცემენ.

როგორც ადვოკატმა მედიაცენტრ „მთავარში” დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეფონში არის კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ექთნის გარდაცვალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ.

„მინდა გავაჟღერო ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ, თუ რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. კომუნიკაცია არის გარდაცვალების შემდეგ, სამსახურეობრივი ჩათია. ძალიან ბევრი მესიჯი წაშლილია და შემდეგ არის მიწერილი, „ჩვენ ხომ მაინც ვიცით რეალურად რა მოხდა“. ამ ტელეფონს გამოძიებას დღეს გადავცემთ. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ტელეფონიც, გამოკითხოს მოწმეებიც და დაადგინოს, რა მოხდა ზუსტად“, - განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ბარამაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ სავარაუდო მოწმეები უნდა გამოკითხოს და რეალური სურათი დადოს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გამოძიებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა სამედიცინო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესახებ.

„უკვე 5 დღეა, რაც პროკურატურისგან არ მიგვიღია ინფორმაცია მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და არც არანაირი დოკუმენტი. პროკურატურის განცხადებით, ისინი დღეს გადმოგვცემენ მათ ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას. ეკატერინე ტიკარაძის განცხადების საფუძველზე, მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს ასევე გვეცოდინება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნები. პირველ რიგში კი, გვეცოდინება მეგის გარდაცვალებასთან დაკავშირებული რეალური ინფორმაცია და შეგვეძლება, ამ საკითხის შესახებ ვიმსჯელოთ. გარდაცვალების მიზეზზე საუბრისთვის დასკვნა გვჭირდება. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის იდენტიფიცირება მოხდა, რაც არის ვაქცინაციის ზუსტი დრო. ახალციხის კლინიკის მიერ შედგენილ ფორმა 100-ში ვაქცინაციის დროთ მითითებულია 12 სთ და 30 წუთი მაშინ, როდესაც რეალურად, ვაქცინაცია 12 სთ-სა და 13 წუთზე მოხდა. ფორმა 100-ის თანახმად, 20-25 წუთში მეგის ჩივილები გამოუვლინდა და ამ მომენტიდან 15 წუთში, 13 სთ-სა და 10 წთ-ზე მას გაეწია რეანიმატოლოგის მიერ დახმარება. ეს ფაქტობრივი უზუსტობა მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამედიცინო დოკუმენტს და ასევე, ახალციხის კლინიკაში შედგენილ სამედიცინო ისტორიას. მიგვაჩნია, რო გამოძიებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა სამედიცინო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესახებ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს